წერილი წარმატებით გაიგზავნა

ოპერაციის შესრულებისას დაფიქსირდა შეცდომა! წერილი არ იყო გაგზავნილი

გთხოვთ შეავსოთ ყველა ველი!

სიახლეების გამოწერა დასრულდა წარმატებით!

სიახლეების გამოწერისას მოხდა შეცდომა!

მითითებული ელ-ფოსტა უკვე არსებობს გამოწერის სიაში!

გთხოვთ შეიყვანოთ სწორი ელ-ფოსტა!

განცხადებები

სამოქალაქო პლატფორმის “არა ფობიას!” წევრი ორგანიზაციების განცხადება ზაქარია ქუცნაშვილის სიძულვილის ენის შემცველ განცხადებასთან დაკავშირებით

29 აპრ 2017

სამოქალაქო პლატფორმის "არა ფობიას” წევრი ორგანიზაციები ვეხმაურებით საქართველოს პარლამენტის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის დისკრიმინაციულ განცხადებას, რომელიც მან ტელეკომპანია "მაესტროს” ეთერში 2017 წლის 26 აპრილს გააკეთა და რომელშიც დამამცირებელი ტერმინით მოიხსენიებს ლგბტ თემის წარმომადგენლებს.

ზ. ქუცნაშვილი: „კონსტიტუციაში [ქორწინების დეფინიციის] ჩაწერით ჩვენ გზავნილს ვუშვებთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რუსები ძალიან თამაშობენ სერიოზულად ამ თემაზე დაამბობენ, რომ აი, საქართველო გახდა ევროპის ასოცირებული წევრი, საქართველომ მიიღო ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის უფლება, საქართველომ მიიღო ევროპასთან თავისუფალი გადაადგილების უფლება და აი, საქართველო გახდება ცისფერების ქვეყანა და ჩვენ სერიოზულ გზავნილს ვაგზავნით ყველგან, რომ საქართველო არ გახდება არასდროს ცისფერების ქვეყანა, ხოლო ის პოლიტიკური ჯგუფები, ვინც მათი ლობისტი იქნება პირდაპირ თუ ირიბად, მათ საზოგადოება ამხელს და მიუჩენს იმდენ პროცენტს, რამდენ პროცენტზეც ოცნებობენ ეგენი."

აღნიშნული განცხადება შეიცავს სიძულვილის ენას საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიმართ. გარდა ამისა, ზ. ქუცნაშვილს აშკარად შეცდომაში შეყავს საზოგადოება და მანიპულირებს ისეთი დელიკატური თემით, როგორიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებია, როდესაც აცხადებს, თითქოს ქორწინების დეფინიციის კონსტიტუციაში ჩაწერით სახელმწიფო რაღაც საფრთხეს - "ცისფერების ქვეყანად” გადაქცევას - აიშორებს, ხოლო ლგბტ თემის დისკრიმინაციით შეიძლება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის მეტი კეთილგანწყობა დავიმსახუროთ.

ამგვარი არაადეკვატური და სიძულვილით მოტივირებული განცხადებები დეპუტატის მხრიდან განსაკუთრებული საფრთხის შემცველია, ვინაიდან მათ შეიძლება სერიოზული გავლენა მოახდინონ საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე, რომელშიც ჰომოფობიური განწყობა ისედაც ძლიერია.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საჯარო პირებს, თავი შეიკავონ დისკრიმინაციული და სიძულვილის ენის შემცველი განცხადებებისგან, რომლებმაც შესაძლოა ზიანი მოუტანონ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, შელახონ ადამიანის უფლებები და წაახალისონ სიძულვილით მოტივირებული დანაშაული. 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
ბალტიისა და შავი ზღვის ალიანსი - საქართველო (BBSA-Georgia)
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
თანასწორობის მოძრაობა (Equality Movement) 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველო (TI)
იდენტობა
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) 
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) 
  • გააზიარე: