წერილი წარმატებით გაიგზავნა

ოპერაციის შესრულებისას დაფიქსირდა შეცდომა! წერილი არ იყო გაგზავნილი

გთხოვთ შეავსოთ ყველა ველი!

სიახლეების გამოწერა დასრულდა წარმატებით!

სიახლეების გამოწერისას მოხდა შეცდომა!

მითითებული ელ-ფოსტა უკვე არსებობს გამოწერის სიაში!

გთხოვთ შეიყვანოთ სწორი ელ-ფოსტა!

განცხადებები

მიმართვა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო და მონიტორინგის საბჭოებს რელიგიური რიტუალის დისკრიმინაციულად გაშუქების მორიგი ფაქტის გამო

16 აპრ 2015

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში რელიგიური რიტუალების გაშუქება კვლავაც პრობლემად რჩება. 2015 წლის 12 აპრილსიერუსალიმიდან „სააღდგომო ცეცხლის გამოსვლის"ტრადიციისსახელით ცნობილი რიტუალის პირდაპირ ეთერში გადმოცემისას, კომენტატორებმა გააკეთეს განცხადებები, რომლებიც ზოგადად სომეხი ერის ("სომხები") და სომეხთა სამოციქულო ეკლესიისადმი დისკრიმინაციული ხასიათის იყო და რელიგიური გრძნობებით მანიპულირების ნიშნებს შეიცავდა.

კომენტატორებმა, რომლებიც არხის მიერ იყვნენ მიწვეულნი და რომლებზეც "მაუწყებელთა ქცევის კოდექსით" განსაზღვრული საავტორო გადაცემის წამყვანისადმი წაყენებული რეგულაციები ვრცელდება, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერი სხვა კონფესიებზე მართლმადიდებლობის უპირატესობის ქადაგებისთვის გამოიყენეს და სომეხთა სამოციქულო ეკლესია დამამცირებლად მოიხსენიეს.

თამილამგალობლიშვილი,იერუსალიმისექსპედიციისხელმძღვანელი:"სომხებიდიდისამბითგარბიანპირველები...რომაჩვენონ,რომცეცხლიგადმოვიდაგარეთმომლოდინებსდანუესრაღაცისეთიისაქვთპატარაბავშვურირაღაცა,რომმათზეგადმოვიდაცეცხლი,ამისდასტურად.როგორცწესი,საუკუნეებისმანძილზეასეიქცევიან."

კახაბერგოგოტიშვილი,დეკანოზი:"რაღაცყოველთვისისეთსიხარულსიწვევსდაღიმილსიწვევს,ხოლმეესმათიბავშვურისაქციელი,მართლაც,რომპირველებიამცეცხლითგამოდიან.მართლმადიდებელპატრიარქსგამოაქვსმაგრამთვითონმერეასეგახარებულებიგამოდიან,თითქოს,რახანპირველიგამოიტანესესცეცხლი"...

არხის მიერ ერთი დაინტერესებული მხარის კომენტატორად მოწვევა არ შეიძლება გამოყენებული იყოს იმ ჯგუფზე თავდასხმისთვის, რომელიც არ მონაწილეობს გადაცემაში. თავისთავად აღნიშნულ რელიგიურ რიტუალთან დაკავშირებით სომეხთა სამოციქულო ეკლესიის განსხვავებულიმიდგომა, შესაძლოა, საჯარო განხილვის საგანი იყოს, თუმცა მაუწყებელი ვალდებულია, ასეთი თემები დაბალანსებულად,ყველა მხარის მონაწილეობითდა მიუკერძოებლადგააშუქოს.

ჩვენი აზრით, მოცემულ შემთხვევაში მაუწყებელმა ვერ უზრუნველყო რელიგიური ნეიტრალურობის დაცვა, რასაც მასმაუწყებლობის შესახებ კანონის 16 (თ) მუხლი ავალდებულებს. . კერძოდ, მაუწყებელმა უნდა"უზრუნველყოს პროგრამების სარედაქციო დამოუკიდებლობა, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა; სახელისუფლებო, პოლიტიკური, რელიგიური და კომერციული გავლენისაგან თავისუფლება".

ამასთანავე საზოგადოებრივი მაუწყებლის შიდა ქცევის კოდექსი დეტალურად განსაზღვრავს იმ წესებს, რომლებიც მაუწყებელმა რელიგიური პროგრამების მომზადებისას უნდა გაითვალისწინოს. ვფიქრობთ, რომ მოცემულ შემთხვევაში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაარღვია საკუთარი ქცევის კოდექსის 15.4. მუხლის შემდეგი სახელმძღვანელო პრინციპები: 

  • · "რელიგიურ თემებზე გადაცემებისა თუ სიუჟეტების მომზადებისას უნდა იცოდეთ, რამ შეიძლება შეურაცხყოს აუდიტორია. გადაცემის ავტორებმა და წამყვანებმა, ასევე, ჟურნალისტებმა უნდა გაითვალისწინონ საქართველოში არსებული რელიგიური ჯგუფების შეხედულებანი და თავისებურებანი. ის, რაც ერთი რელიგიისა თუ კონფესიის წარმომადგენლისთვისაა მისაღები, შეიძლება მიუღებელი იყოს მეორისათვის."
  • · "რესპონდენტებს, პროგრამის მონაწილეებს არ მისცეთ უფლება, უდიერად მოიხსენიონ სხვების რწმენა ან შეურაცხყოფა მიაყენონ განსხვავებული რელიგიისა თუ კონფესიის მიმდევრებს."
  • ·"დაუშვებელია რელიგიური გადაცემების მეშვეობით მაყურებლის გრძნობებით მანიპულირება, რომელიმე რელიგიური შეხედულებისა თუ მრწამსის გაქილიკება ან ერთი რწმენის ფარულად პოპულარიზაცია." 

ვფიქრობთ, რომ მსგავსი ტიპის დარღვევების რეაგირების გარეშე დატოვება, თავის მხრივ, გაცილებით სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. 2014 წლის 23 აპრილს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ არ დააკმაყოფილა 9 არასამთავრობო ორგანიზაციის და 1 ფიზიკური პირის საჩივარი, რომელიც იდენტურ ვითარებას შეეხებოდა და სასულიერო პირის მხრიდან ლგბტ პირთა მიმართ სიძულვილის ენას შეიცავდა. ჩვენ კვლავ ძალაში ვტოვებთ ერთი წლის წინ მაუწყებლისადმი წაყენებულ მოთხოვნებს და მოვუწოდებთ სამეურვეო და მონიტორინგის საბჭოებს, უზრუნველყონ მენეჯმენტის მიერ შემდეგი ღონისძიებების გატარება:

·მსგავსი ინციდენტების პრევენციის მიზნით, წინასწარ მოახდინოს მოწვეული კომენტატორების ინფორმირება მაუწყებელთა ქცევის კოდექსით გათვალისწინებული დებულებების შესახებ და მხოლოდ ორმხრივი თანხმობის შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება კონკრეტულ ავტორთან თანამშრომლობის თაობაზე;

·მიუხედავად იმისა, რომ ანტიდისკრიმინაციული ნორმები გათვალისწინებულია როგორც მაუწყებელთა, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსებში, აღნიშნული შემთხვევის გათვალისწინებით, ვთვლით, რომ მიზანშეწონილია, საზოგადოებრივმა არხმა შეიმუშავოს დამატებითი დეტალური რეგულაციები, რაც პირდაპირ ეთერში მსგავსი რისკების თავიდან აცილების ეფექტურ მექანიზმებს შექმნის და ამ მხრივ გაიზიაროს დასავლური ქვეყნების, მათ შორისბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის (BBC), გამოცდილებაპირდაპირი ეთერით გაშუქებისთვის დადგენილი სტანდარტების შესახებ[1], რაც პრაქტიკიდან გამომდინარე პერიოდულ განახლებას ითვალისწინებს.

სამოქალაქო პლატფორმაში "არა ფობია!" შემავალი ორგანიზაციები:

მედიის განვითარების ფონდი, MDF

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, GDI

იდენტობა

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი,TDI

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი,EMC

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, GYLA

საერთაშორისო გამჭვირვალობა, TI

საფარი

საქართველოს რეფორმების ასოციაცია, GRASS



[1]http://www.bbc.co.uk/editorialguidelines/page/guidance-live-output-full#introduction

  • გააზიარე: