წერილი წარმატებით გაიგზავნა

ოპერაციის შესრულებისას დაფიქსირდა შეცდომა! წერილი არ იყო გაგზავნილი

გთხოვთ შეავსოთ ყველა ველი!

სიახლეების გამოწერა დასრულდა წარმატებით!

სიახლეების გამოწერისას მოხდა შეცდომა!

მითითებული ელ-ფოსტა უკვე არსებობს გამოწერის სიაში!

გთხოვთ შეიყვანოთ სწორი ელ-ფოსტა!

განცხადებები

სამოქალაქო პლატფორმაში „არა ფობიას!“ შემავალი ორგანიზაციების განცხადება

08 სექ 2015

ვეხმაურებით ხულოს საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტს - "ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ფრაქციის თავმჯდომარის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ”, რომელიც სიძულვილის ენას დაარმენოფობიულიხასიათის გამონათქვამებსშეიცავს.

კერძოდ, ანგარიშშისომეხი ეროვნებასაქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ამჟამად ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მიმართ ნეგატიურ კონეტქსტშია მოხსენიებული:

'იმის ჭკუა კი აქვს სომეხ სააკას გარედან მაყურებლის პოზიციიდან შეხედოს მის მიერვე მოკლული ზურაბ ჟვანიას საქმეს, უდანაშაულოდ ჩახოცილი აფრასიძეების საქმეს, ქუჩაში არაკაცურად მოკლული გურამ შარაძის საქმეს, ასევე ქუჩაში ასორმოცდაათამდე მოკლული ბიჭების საქმეებს, შვილმოკლული მამის, შვილის საფლავზე აფეთქების საქმეს, ე.წ. ,,ნავთლუღის ოპერაციის" საქმეს, სადაც სამი ჩვენი თანარაიონელი სრულიად უდანაშაულოდ ჩახოცვას რომელი ერთი ჩამოვთვალო!'...დღეს სააკა ამ ერიკის ხელდასმით რაღაც-რაღაცებს ჩალიჩობს, მაგრამ ჯამში რუსულ საქმეს უფრო აკეთებს."

' თითქოსდა ქართველთა უბედურება არ ეყო დღეს ეს ღორი უკრაინის ტრამალებას ჩიჩქნის თავის ბინძური დინგით.'

მიგვაჩნია, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდის „ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარის არმენოფობიული და სიძულვილის ენის შემცველი მასალების ოფიციალური უწყების ვებ-გვერდზე განთავსებით, ხულოს საკრებულო ხელს უწყობს ქსენოფობიის და სიძულვილის გაღვივებას, სადაც კონკრეტული ეთნოსის კუთვნილება წარმოდგენილია, როგორც სასირცხვილო მოვლენა.

საქართველოს კანონი 'დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ' ავალდებულებს საჯარო დაწესებულებებს:

მუხლი 4.

)თავისი საქმიანობააგრეთვე სამართლებრივი აქტები და შიდა რეგულაციებითუ ისინი არსებობსშეუსაბამოს ამ კანონსა და სხვა ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას;

)სავარაუდო დისკრიმინაციის ნებისმიერ ფაქტზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირებ ამოახდინოს;

)დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობისა და შიდა რეგულაციების შესაბამისად პასუხისმგებლობა დააკისროსმის დაქვემდებარებაში მყოფ დამრღვევ პირს და უზრუნველყოს დისკრიმინაციის შედეგების აღმოფხვრა მესამე პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შეულახავად.

საქართველო ასევე არის რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლოს ევროპული კომისიის წევრი, რომლის მიერ მიღებული არაერთი დოკუმენტი გმობს და არაეთიკურად მიიჩნევს სწორედ ქსენოფობიური ელემენტების გამოყენებას პოლიტიკურ განცხადებებში (იხ. მაგალითად, კომისიის 2005 წლის 17 მარტის დეკლარაცია).

მივმართავთ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს: 

  • 'დისკრიმინაციისყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ' კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება მოახდინოს აღნიშნულ ფაქტზე და ვებ-გვერიდან მოხსნას ქსენოფობიური და სიძულვილის ენის შემცველი შინაარსი;
  • საკრებულომ შეიმუშაოს შიდა რეგულაციები, რომლებიც მსგავსი შემთხვევების პრევენციას მოახდენს და ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის განხორციელებას შეუწყობს ხელს. 

მივმართავთ სახალხო დამცველს: 

  • თავისი კომპეტენციის ფარგლებშიშეისწავლოს და რეაგირება მოახდინოს აღნიშნულ ფაქტზე. 

მივმართავთ პოლიტიკურ გაერთიანება „ქართულ ოცნებას": 

  • შიდაპარტიული მექანიზმების გამოყენებით რეაგირება მოახდინოს აღნიშნულ ქსენოფობიურ გამოხატვაზე.

 საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, GDI

მედიის განვითარების ფონდი, MDF

საფარი

იდენტობა

საქართველოსრეფორმებისასოციაცია, GRASS

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, TDI

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, GYLA

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, TI

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, EMC

  • გააზიარე: