წერილი წარმატებით გაიგზავნა
ოპერაციის შესრულებისას დაფიქსირდა შეცდომა! წერილი არ იყო გაგზავნილი
გთხოვთ შეავსოთ ყველა ველი!
სიახლეების გამოწერა დასრულდა წარმატებით!
სიახლეების გამოწერისას მოხდა შეცდომა!
მითითებული ელ-ფოსტა უკვე არსებობს გამოწერის სიაში!
გთხოვთ შეიყვანოთ სწორი ელ-ფოსტა!
საჩივარი: 2014 წლის 2 აგვისტოს mediacity.ge-მ ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარის ტარიელ ნაკაიძის ინტერვიუ გამოაქვეყნა. რესპონტენტის აზრით, გამოქვეყნებული სტატია ჟურნალისტის თავისუფალ ინტერპრეტაციებს ეფუძნებოდა, კონტექსტიდან ამოგლეჯილად იყო მოყვანილი მისი ციტატები და რეალურად არ ასახავდა მის მიერ სატელეფონო ინტერვიუს დროს გაკეთებულ კომენტარებს, რასაც შეცდომაში შეჰყავდა საზოგადოება. ტარიელ ნაკაიძისა ზრით, აღნიშნულით დაირღვა ქარტიის პირველი მუხლი(სიზუსტე) და ასევე მე-7 მუხლი, რომელიც დისკრიმინაციას შეეხება.
14 აგვისტოს მედიის განვითარების ფონდის ადვოკატირებით ტარიელ ნაკაიძემ ვებ-პორტალ mediacity.ge-ს წინააღმდეგ ჟურნალისტურ ეთიკის ქარტია სსაჩივრით მიმართა.
საჩივრის ავტორის აზრით, თავად ჟურნალისტის მიდგომა ნაცვალგების ჭრილში განეხილა მეჩეთის აშენების საკითხი (ჟურნალისტი: "გადაწყვეტილება თურქულმა მხარემაც შეცვალა და ქართული ძეგლების აღდგენის სანაცვლოდ მეჩეთის აშენებას აღარ ითხოვს?"), ისევე როგორც მისმიერ დასმული შეკითხვა- "ხომ არ გავიწყდებათ, რომ საქართველოს სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა არის გამოცხადებული?" - დისკრიმინაციული იყო, რადგან ის შეუსაბამო იყო თანასწორობის ფუნდამენტურ პრინციპთან და ქართველ მუსლიმებს ქვეყნის მეორეხარისხოვან მოქალაქეებად წარმოაჩენდა.
რესპონდენტის მიმართვის შემდეგ, რედაქციას შეესწორებინა მასალაში გასული უზუსტობები, რასაც სოციალურ ქსელებშიმუსლიმთა მიმართ სიძულვილის ენა მოჰყვა, რეაგირება არ მოჰყოლია, რითაც დაირღვა ქარტიის მე-5 მუხლი, რომლის თანახმად, "მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება".
გასაჩივრდა მედია საშუალების მიერ ქარტიის პირველი,მე-5, მე-7და ე-11 მუხლების დარღვევა. საჩივარში ხაზგზასმული იყო ის რისკი, რომელიც რელიგიურ გრძნობებთან დაკავშირებული თემების კონფრონტაციულ ტონალობაში და დისკრიმინაციულად გაშუქებამ შეიძლება გამოიწვიოს, ასევე ყურადღება გამახვილდა ჟურნალისტის და მედიის პასუხისმგებლობაზე ამ პროცესში.
გადაწყვეტილება: ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ 2014 წლის 16 დეკემბერის სარჩელი დააკმაყოფილა.
მოტივაცია : ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ინტერნეტ-პორტალის ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის პირველი(სიზუსტე), მე-5 (არაზუსტი ინფორმაციის შესწორება) და მე-7 (დისკრიმინაციის დაუშვებლობა) მუხლები. განხილვაზე Mediacity-ის რედაქციამ წარმოადგინა აუდიო ჩანაწერი სტრანსკრიპტი, რომლითაც დადასტურდა ის უზუსტობები, რაც ვებ-გვერდზე განთავსებულ ვერსიასა და ტარიელ ნაკაიძის მიერ მიცემულ კომენტარს შორის არსებობდა.