წერილი წარმატებით გაიგზავნა
ოპერაციის შესრულებისას დაფიქსირდა შეცდომა! წერილი არ იყო გაგზავნილი
გთხოვთ შეავსოთ ყველა ველი!
სიახლეების გამოწერა დასრულდა წარმატებით!
სიახლეების გამოწერისას მოხდა შეცდომა!
მითითებული ელ-ფოსტა უკვე არსებობს გამოწერის სიაში!
გთხოვთ შეიყვანოთ სწორი ელ-ფოსტა!
განცხადება: 2014 წლის 24 ივლისს ინტერნეტ პორტალმა ამბები.ge-მ გამოაქვეყნა ჟურნალ"სარკის" მიერ მომზადებული მასალა მარიამ კოჩალაძის გახმაურებული მკვლელობის შესახებ. სტატიაში კრიმინალური ფაქტი ქსენოფობიურ კონტექსტში გაშუქდა. პუბლიკაცია ერთ წყაროზე, გარდაცვლილის ნათლიაზე დაყრდნობით ავითარებდა აზრს, თითქოს მკვლელობა რელიგიური მოტივით მოხდა (ე.წ. "მსხვერპთშეწირვა") და იგი გარდაცვლილის მიერ თურქულ ისასწავლებლის დატოვებას და სასწავლებლის ადმინისტრაციის მხრიდან მუქარას უკავშირდებოდა.
არასამთავრობო და რელიგიური ორგანიზაციებმა (მედიის განვითარების ფონდი, ქართველ მუსლიმთა კავშირი, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის თბილელი ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, კავშირი "საფარი", იდენტობა, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ფონდი ღი ასაზოგადოება - საქართველო და საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა) მიიჩნიეს, რომ სტატიამ აუდიტორია შეცდომაში შეიყვანა, ასევე რელიგიური და ეთნიკური კუთვნილების ნიადაგზე სიძულვილისა და არატოლერანტობის გაღვივება მოახდინა.
განმცხადებელთა მტკიცებით, აუდიტორიის შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით,მედია საშუალება ვალდებულია, ინფორმაცია სულ მცირე ორ დამოუკიდებელ წყაროსთან გადაამოწმოს, მით უფრო,როცა საქმე სადავო ფაქტობრივ გარემოებებს და მგრძნობიარე თემატიკას ეხება. აღნიშნული პუბლიკაცია მხოლოდ გარდაცვლილის ახლობლის ემოციურ განცხადებებს ეყრდნობოდა, არ ჩანდა ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან ფაქტების გადასამოწმებლად გონივრულ ზომებს მიმართა. მასალაში არც გამოძიების ოფიციალური ვერსია იყო წარმოდგენილი, რაც მკვლელობის მოტივის შესახებ აუდიტორიის ინფორმირებას მოახდენდა.
განმცხადებელთა აზრით, მკვლელობის მოტივის შესახებ დაუზუსტებელი ვარაუდების გავრცელება კიდევ უფრო დაამძიმა რელიგიური თემატიკის შემოტანამ, რადგან უარყოფით მოვლენებსა და რელიგიურ კუთვნილებას შორის დაუსაბუთებელი პარალელების გავლება და ერთი კონკრეტული ინციდენტის ასოცირება მთელ ჯგუფთან, სიძულვილის გაღვივებას და ისლამის მიმართ ნეგატიური სტერეოტიპების დამკვიდრებას უწყობს ხელს, რისი გამოვლინებებიც ქართულ მედიაში ხშირად ანტითურქულ განწყობებს უკავშირდება.
2014 წლის 29 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაციებმა ინტერნეტ-პორტალ ამბები.ge-ის და ჟურნალ"სარკის" რედაქციას განცხადებით მიმართეს დამაუწოდეს თანაზომადი ფორმით გავრცელებული ინფორმაციის შესწორება.
რეაგირება: 2014 წლის 29 ივლისს რედაქციამ სადავო მასალა მარიამ კოჩალაძის მკვლელობასთან დაკავშირებით ვებ-გვერდიდან მოხსნა.