წერილი წარმატებით გაიგზავნა
ოპერაციის შესრულებისას დაფიქსირდა შეცდომა! წერილი არ იყო გაგზავნილი
გთხოვთ შეავსოთ ყველა ველი!
სიახლეების გამოწერა დასრულდა წარმატებით!
სიახლეების გამოწერისას მოხდა შეცდომა!
მითითებული ელ-ფოსტა უკვე არსებობს გამოწერის სიაში!
გთხოვთ შეიყვანოთ სწორი ელ-ფოსტა!
2019 წლის 12 თებერვალს "მედიის განვითარების ფონდმა" და "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა" და "თანასწორობის მოძრაობამ" საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, ინტერნეტ ტელევიზიიის, POSTV -ის წინააღმდეგ საჩივრით მიმართეს.
2019 წლის 9 თებერვალს, ინტერნეტ ტელევიზია PosTV-იმ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე "ახალ ამბებში" ბელგიის ქალაქ ლიეჟში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებულ ემიგრანტთა და მხარდაჭერთა შეკრებასთან დაკავშირებით სიუჟეტი გამოაქვეყნა.
სიუჟეტში აღნიშნული იყო, რომ კონგრესის სასახლეში, სადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შეხვედრა იგეგმებოდა, იმავე დღეს, იმავე დროს ლგბტ თემის წვეულება იმართებოდა და რომ ლგბტ თემის შეკრებაზე დამსწრე პირები უფასო კოქტეილებს და შიდსის ვირუსზე უფასო შემოწმებას მიიღებდნენ, ამის პარალელურად კი მიხეილ სააკაშვილი თავის მხარდამჭერებს უმასპინძლებდა. სექსუალურ ორიენტაციასთან პარტიული ღონისძიების დაკავშირების მცდელობა ჟურნალისტის ინტერვიუებშიც გამოვლინდა, როდესაც ის ღონისძიებაზე მისულ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებისადმი დასმულ შეკითხვებში აქცენტს ლგბტ თემის შეკრებაზე აკეთებდა („ლგბტ-ის ღონისძიება და თქვენი ღონისძიება ერთ სივრცეში რომ არის, ეს დაგეგმეთ თუ უბრალოდ დამთხვევაა?").
გადაწყვეტილება: საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დააკმაყოფილა მედიის განვითარების ფონდისა და თანასწორობის მოძრაობის საჩივარი და PosTV -ის მიერ ეთიკის ქარტიის მე 7 მუხლის დარღვევა დაადგინა.