წერილი წარმატებით გაიგზავნა

ოპერაციის შესრულებისას დაფიქსირდა შეცდომა! წერილი არ იყო გაგზავნილი

გთხოვთ შეავსოთ ყველა ველი!

სიახლეების გამოწერა დასრულდა წარმატებით!

სიახლეების გამოწერისას მოხდა შეცდომა!

მითითებული ელ-ფოსტა უკვე არსებობს გამოწერის სიაში!

გთხოვთ შეიყვანოთ სწორი ელ-ფოსტა!

თვითრეგულირების პრაქტიკა

MDF, TDI, ქართველ მუსლიმთა კავშირი და დალი სოლომონიძე vs. საზოგადოებრივი მაუწყებელი

24 აპრილს "მედიის განვითარების ფონდმა”, "საქართველოს მუსლიმთა კავშირმა” და  "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა”, დაინტერესებულ პირთან, დალი სოლომონიძესთან ერთად საზოგადოებრივი მაუწყებლის თვითრეგულირების საბჭოს საჩივრით მიმართეს. საჩივრის საფუძველი 2018 წლის 15 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში  „ახალი კვირა" გასული სიუჟეტი, სახელწოდებით „ქართული ჰიჯაბი" გახდა. მომჩივანთა აზრით, აღნიშნული სიუჟეტით არხმა მაუწყებელთა ქცევის კოდექსის, მე-13 (1,2)  31-ე (1) და  33-ე (1 , 2 ) მუხლები დააღვია. 

საჩივრის ხელმომწერთა აზრით, სიუჟეტის შესავალ ნაწილში წამყვანის მიერ საფრანგეთში ჰიჯაბის აკრძალვის შესახებ გაკეთებული განცხადება ფაქტობრივ უზუსტობებს  და არასრულ ინფორმაციას შეიცავდა. გარდა ფაქტობრივი უზუსტობებისა, უარყოფით მოვლენასთან რელიგიური ატრიბუტიკის დაკავშირებით წამყვანმა სტერეოტიპის გამყარებას შეუწყო ხელი, რომლის თანახმად, თავსაბური რელიგიური თვითგამოხატვის ფორმას კი არა, რელიგიურ რადიკალიზმს და ექსტრემიზმს უკავშირდება. კერძოდ, სიუჟეტის წარდგენისას მან აღნიშნა, რომ საფრანგეთის ხელისუფლებამ, სკოლებში ჰიჯაბის (ჩადრის) ტარება რელიგიური ექსტრემიზმის შიშით აკრძალა, რაც მუსლიმი თემის მიმართ აუდიტორიის ნეგატიურად განაწყობას უწყობს ხელს. 

სიუჟეტის შესავალ ნაწილში წამყვანი რეპორტაჟის გმირს, დალი სოლომონიძეს წარადგენს და  აღნიშნავს, რომ ამ უკანასკნელმა „ჩადრის საჯარო ტარების კამპანიაც კი დაიწყო", დალი სოლომონიძეს ჟურნალისტთან არ განუცხადებია, რომ მან ჩადრის საჯარო ტარების კამპანია დაიწყო, რასაც მის მიერ ჟურნალისტისთვის მიცემული კომენტარიც ცხადყოფს, სადაც ის ინდივიდუალურ არჩევანზე საუბრობს. შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც დარღვეულია სიზუსტის მუხლი.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, განმცხადებლები მნიშვნელოვანიფაქტობრივი შეცდომების შესწორებას ღიად და დაუყოვნებლივ, თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით სათანადო საეთერო დროს მოითხოვენ. 
იხ. საჩივარი
  • გააზიარე: