წერილი წარმატებით გაიგზავნა

ოპერაციის შესრულებისას დაფიქსირდა შეცდომა! წერილი არ იყო გაგზავნილი

გთხოვთ შეავსოთ ყველა ველი!

სიახლეების გამოწერა დასრულდა წარმატებით!

სიახლეების გამოწერისას მოხდა შეცდომა!

მითითებული ელ-ფოსტა უკვე არსებობს გამოწერის სიაში!

გთხოვთ შეიყვანოთ სწორი ელ-ფოსტა!

თვითრეგულირების პრაქტიკა

MDF, „იდენტობა“, “ლგბტ საქართველო“, TDI, GDI, vs. ტელეკომპანია „იმედი“

საჩივარი: ტელეკომპანია „იმედის" 20 მარტის 14.00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში „ქრონიკა 14 საათზე" გავიდა სიუჟეტი სახელწოდებით „ლგბტ თემის წარმომადგენელს თაღლითობაში ადანაშაულებენ".

არასამთავრობო ორგანიზაციებმა „მედიის განვითარების ფონდი" (MDF); „იდენტობა", „ლგბტ საქართველო", „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი" (TDI) და „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” (GDI) 2016 წლის 30 მარტს საჩივრით მიმართეს თვითრეგულირების ორგანოს და მოითხოვეს ტელეკომპანიის მიერ მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დარღვევის შესწავლა.

საჩივრის ავტორები მიიჩნევენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ კრიმინალური თემის შინაარსი კავშირში არ არის პირის იდენტობასთან და მის მიკუთვნებულობასთან რომელიმე ჯგუფთან, ტელეკომპანიაიმედის" საინფორმაციო გადაცემის წამყვანისა და ჟურნალისტის მიერ მოხდა კრიმინალური ფაქტის დაუსაბუთებელი განზოგადება და ასოცირება ლგბტ თემთან.

განმცხადებლები მიიჩნევენ, რომ ასეთ გაშუქებით ტელეკომპანიამ ხელი შეუწყო ლგბტ ჯგუფის სტერეოტიპიზებას. სწორედ ამიტომ, ისინი მიმართავენ ტელეკომპანია „იმედის" თვითრეგულირების ორგანოს განიხილოს მრავალფეროვნების გაშუქების ეთიკური სტანდარტების, კერძოდ მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მუხლი 31 და ასევე მუხლი 33 (1; 2; 4) დარღვევის ფაქტი.

გადაწყვეტილება: 20 აპრილს ტელეკომპანია „იმედის" თვითრეგულირების ორგანოში გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციების  საჩივრის განხილვა. თვირეგულირების ორგანოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ტელეკომპანია „იმედს" არ ჰქონია განზრახული შეელახა ლგბტ თემის წარმომადგენელთა ინტერესები, თუმცა გაიზიარეს ორგანიზაციათა პოზიცია, აღნიშნეს, რომ ტელეკომპანია „იმედის" 20 მარტის 14.00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში „ქრონიკა 14 საათზე" გასული სიუჟეტის სახელწოდებით „ლგბტ თემის წარმომადგენელს თაღლითობაში ადანაშაულებენ" დროს ადგილი ქონდა გადაცდომას და, შესაბამისად, დაირღვა მაუწყებელთა ქცევის კოდექსი. დასაბუთებულ გადაწყვეტილებას თვითრეგულირების ორგანო უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს.

  • გააზიარე: