წერილი წარმატებით გაიგზავნა
ოპერაციის შესრულებისას დაფიქსირდა შეცდომა! წერილი არ იყო გაგზავნილი
გთხოვთ შეავსოთ ყველა ველი!
სიახლეების გამოწერა დასრულდა წარმატებით!
სიახლეების გამოწერისას მოხდა შეცდომა!
მითითებული ელ-ფოსტა უკვე არსებობს გამოწერის სიაში!
გთხოვთ შეიყვანოთ სწორი ელ-ფოსტა!
საჩივარი: 2014 წლის 14 მაისს ტელეკომპანია „კავკასიის" ეთერში გასულ თოქ-შოუ"სპექტრში" გადაცემის წამყვანმა დავით აქუბარდიამ ქსენოფობიური, საქართველოს მოქალაქეების ეთნიკური და გეოგრაფიული ნიშნით სეგრეგაციის ხელისშემწყობი განცხადებები გააკეთა .
დავით აქუბარდია, წამყვანი:"აზერბაიჯანული ქალაქი გახდება 15-20 წელიწადში ეს ქალაქი[რუსთავი], თუ ეს არ გადავარჩინეთ... რუსთავი უნდა გადარჩეს, როგორც ქართულ ქალაქად და ეს იდეა ჩემი იდეა არ არის, ეს სტალინის იდეა არის...
ეს უხერხული თემებია, მცოცავი ანექსიაა ეს იცი, ნელა-ნელა მოდიან, ეს ქალაქი იჭერს, თორემ აგერ ორთაჭალასთან სხვა ქვეყნის საზღვარი გვექნებოდა... შემცირდა მოსახლეობა თქვენთან, განახევრდა, პირველი სართულები ვინც იყიდეს, სუყველას აქვს ბაქოში ბინები...
წმინდა ეკონომიური დისკრიმინაცია მიდის იქ ქართველების... ორი აზერბაიჯანული ბანკი მარტო აზერბაჯანლებს აძლევს კრედიტს, რომ ბინებიი ყიდონ... ჩაგრავენ ქართველებს და ქართველების შემცირება ხდება... ეროსი, აქედან იწყება მერე დაკარგვა ტერიტორიების, მეტი კი არაფერი იყო - რეალური მოსახლეობის პრინციპი - კახი, ბელაქანი,ზაქათალა, ნახერა, 20 წლის მაისის ხელშეკრულება რუსეთთან. აღიარებდნენ, იმას საქართველოს ტერიტორიად. მერე ატეხეს, რეალური მოსახლეობის პრინციპიო და წაგვართვეს. ასე წაგვართმევენ იმ რუსთავსაც, თუარ გამოვიფხიკეთ ყურები."
2014 წლის 22 მაისს აღნიშნულ ქსენოფობიური განცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოს აზერბაიჯანელ სტუდენტთა ასოციაცია"გატამ", მედიის განვითარების ფონდმა (MDF), საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) და ტოლერანტობისა დამრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) ტელეკომპანია კავკასიის თვითრეგულირების ორგანოს საჩივრით მიმართეს.
არასამთავრობო ორგანიზაციების
განცხადებით, გადაცემის წამყვანის მხრიდან დაირღვა მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 31-ე მუხლი, რადგან მისი განცხადებები აღვივებდა სიძულვილს და არატოლერანტობას როგორც ეთნიკური ნიშნით საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელების, ასევე გეოგრაფიული წარმომავლობის მიხედვით,რუსთავში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელების მიმართ. მან ასევე დაარღვია კოდექსის 33.1 მუხლი, რომლის თანახმად,
"მაუწყებელმა თავიუნდა აარიდოს ეთნიკურ ან რელიგიურ კუთვნილებასა და უარყოფით მოვლენებს შორის დაუსაბუთებელი პარალელების გავლებას, მათ შორის ცალკეული პიროვნებების საქმიანობის ასოცირებას მთელ ჯგუფთან."
არასამთავრობო ორგანიზაციებმა საგულისხმოდ მიიჩნიეს ის ფაქტი, რომ დავით აქუბარდიამ მაყურებელს შესთავაზა რამდენიმე ფაქტობრივი გარემოება (მაგ. აზერბაიჯანული ბანკები მხოლოდ ეთნიკური ნიშნით გასცემენ კრედიტებს) ისე, რომ არ მიუთითებია ინფორმაციის არც ღია, არც დახურული წყარო ან სხვა რამე ფაქტობრივი მტკიცებულება, რაც მნიშვნელოვანია ჯეროვანი სიზუსტისთვის და აუდიტორიის შეცდომაში შეყვანის თავიდან ასაცილებლად.
ქცევის კოდექსი(მუხლი 17.2) ასევე ავალდებულებს საავტორო პროგრამის წამყვანს არ გამოიყენოს მისი მდგომარება საკუთარი მოსაზრების იმ ფორმით გავრცელებისათვის, რომელმაც შეიძლება ხელყოს პროგრამის მიუკერძოებლობა, რაც მოცემულ შემთხვევაში დაცული არყოფილა.
გადაწყვეტილება: თვითრეგულირების ორგანომ საჩივარი არ განიხილა.
აპელაცია: არასამთავრობო ორგანიზაციებმა ტელეკომპანია "კავკასიის" თვითრეგულირების სააპელაციო კომისიას 22 მაისს საჩივრის განხილვისა და მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსით დადგენილი, საქმის განხილვის პროცედურების დარღვევის საკითხის გახილვის თხოვნით მიმართა, ვინაიდან მაუწყებელს 21 დღიან ვადაში საჩივარი არ განუხილავს, არც საჩივრის განხილვის გამჭვირვალე და სამართლიანი პროცედურა უზრუნველყვია.