სიძულვილის ენა და ქსენოფობია. მედია მონიტორინგის ანგარიში 2014-2015
ანგარიში ასახავს სიძულვილის ენისა და ქსენოფობიის გამოხატვას მედიასა და საჯარო სივრცეში
კვლევა შედგება სხვადასხვა სექციებისგან და ეთნიკური, ეროვნული, სექსუალური ორიენტაციისა და რელიგიურინიშნით დისკრიმინაციის გამოვლინებებს მოიცავს. ცალკეულ ქვეთავებადაა დაყოფილი თურქოფობია, ისლამოფობიადა არმენოფობია. მონიტორინგი 6 გაზეთზე, 5 ტელევიზიის დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებასა და თოქ-შოუზე,ასევე 6 საინფორმაციო ვებ-პორტალზე განხორციელდა. მედიასთან ერთად გამოვლენილია დისკრიმინაციისა დასიძულვილის სხვა წყაროები, მათ შორის, პოლიტიკური პარტიები და მათთან აფილირებული საზოგადოებრივიორგანიზაციები, მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები, სასულიერო პირები და საზოგადოების სხვაწარმომადგენლები. დარღვევები დაჯგუფებულია ტიპოლოგიისა და წყაროების მიხედვით, თანდართულია გრაფიკულიცხრილები. დასკვნით ნაწილში საუბარია იმ გამოწვევებზე, რაც მრავალფეროვნებისა და უმცირესობათა გაშუქებას თანახლავს. კვლევა მიუთითებს, რომ ქართულ მედიასივრცეში ჟურნალისტური სტანდარტის დარღვევას აქვს როგორცმიზანმიმართული, ასევე შემთხვევითი ხასიათი. სიძულვილის ენისა დაქსენოფობიის აღმოსაფხვრელად, ანგარიშირეკომენდირებულად მიიჩნევს ჟურნალისტური კულტურის, ღირებულებებისა და ნორმების გაძლიერებას, მედიისანგარიშვალდებულების ამაღლებასა და ეფექტიანი თვითრეგულირების მექანიზმების დამკვიდრებას.
გამოცემის თარიღი: ივნისი 2015
გამომცემელი: მედიის განვითარების ფონდი
მკვლევარები და სარედაქციო ჯგუფი: თამარ კინწურაშვილი, სოფო გოგაძე, თათა ქაფიანიძე, თამარ კანდელაკი
ბმული:
სიძულვილის ენა და ქსენოფობია. მედია მონიტორინგის ანგარიში 2014-2015