წერილი წარმატებით გაიგზავნა

ოპერაციის შესრულებისას დაფიქსირდა შეცდომა! წერილი არ იყო გაგზავნილი

გთხოვთ შეავსოთ ყველა ველი!

სიახლეების გამოწერა დასრულდა წარმატებით!

სიახლეების გამოწერისას მოხდა შეცდომა!

მითითებული ელ-ფოსტა უკვე არსებობს გამოწერის სიაში!

გთხოვთ შეიყვანოთ სწორი ელ-ფოსტა!

პუბლიკაციები

გენდერმედიატორი

გამოცემის  მიზანია, ხელი შეუწყოს მედიაში გენდერული საკითხების პროფესიულად გაშუქებას;  
გამოცემა აცნობს მოქმედ და მომავალ ჟურნალისტებს გენდერული სფეროს მედია-გაშუქების მარეგულირებელ ნორმებს და პროფესიულ სტანდარტებს, ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე; გამოცემის პირველი თავი გენდერული საკითხების ადგილობრივ რეგულაციებს მოიცავს; მეორე ნაწილში საერთაშორისო სტანდარტები, მათ შორის UNESCO-ს მიერ მედიისთვის შემუშავებული გენდერ-მგრძნობიარე ინდიკატორებია წარმოდგენილი; მესამე თავში - მედია მონიტორინგის უახლესი შედეგები; ხოლო ბოლო, მეოთხე თავში თვითრეგულირების მექანიზმებისა და მედია კრიტიკის ფარგლებში ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილებაა ასახული. გამოცემა სასარგებლო რესურსია მედიის მიმართულების სტუდენტებისთვის დამხმარე ლიტერატურად.   
გამოცემის თარიღი: 2013 წელი    გამომცემელი: მედიის განვითარების ფონდი 
გამოცემა მომზადდა პროექტის „ქალები წარსულიდან - მაგალითი მომავლისთვის" ფარგლებში, გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის UNESCO-სა და საქართველოს იუნესკოს ეროვნული კომისიის მხარდაჭერით  
ბმული: გენდერმედიატორი   
  • გააზიარე: