წერილი წარმატებით გაიგზავნა

ოპერაციის შესრულებისას დაფიქსირდა შეცდომა! წერილი არ იყო გაგზავნილი

გთხოვთ შეავსოთ ყველა ველი!

სიახლეების გამოწერა დასრულდა წარმატებით!

სიახლეების გამოწერისას მოხდა შეცდომა!

მითითებული ელ-ფოსტა უკვე არსებობს გამოწერის სიაში!

გთხოვთ შეიყვანოთ სწორი ელ-ფოსტა!

პუბლიკაციები

სიძულვილის ენა - 2019

წინამდებარე კვლევა 2019 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მედია მონიტორინგის შედეგებს ასახავს. კვლევის მიზანია მედიასა და საჯარო დისკურსში სიძულვილის ენის სხვადასხვა ფორმებისა და მათი წყაროების იდენტიფიცირება, ასევე ძირითადი ტენდენციების ანალიზი.
 
მედია მონიტორინგის ფარგლებში დაკვირვება როგორც მედია საშუალებებზე, ასევე სხვა წყაროებზე – პოლიტიკურ კლასზე, სასულიერო პირებზე, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და საზოგადოების ცალკეულ წარმომადგენლებზე ხორციელდებოდა.

შესავალ ნაწილში წარმოდგენილია კვლევის მთავარი მიგნებები და მეთოდოლოგია; პირველ ნაწილში მოცემულია ერთიანი რაოდენობრივი მონაცემები, მეორე ნაწილში კი - სიძულვილის ენის ტიპოლოგია წყაროების მიხედვით.

ანგარიში საქართველოს გაეროს ასოციაციასთან (UNAG) პარტნიორობით და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერა" (PITA) ფარგლებში მომზადდა.

რედაქტორი:
     თამარ კინწურაშვილი
ავტორი:
     თინა გოგოლაძე
მონაცემთა დამუშავება:
     მარიამ ცუცქირიძე
მედია მონიტორინგი:
     თამარ გაგნიაშვილი, სოფო გოგაძე, ხატია ლომიძე, სოფო ჩხაიძე
დიზაინი:
      ბესიკ დანელია, IBDESIGN
გარეკანის ფოტო: Shutterstock, Lightspring

ბმული: სიძულვილის ენა - 2019
  • გააზიარე: