სიძულვილის ენა - 2018
მედიის განვითარების ფონდი (MDF) 2014 წლიდან მედიაში სიძულვილის ენის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშებს რეგულარულად გამოსცემს. წინამდებარე კვლევა 2018 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მედია მონიტორინგის შედეგებს და ფოკუს ჯგუფების მონაცემებს ასახავს. კვლევის მიზანია მედიასა და საჯარო დისკურსში სიძულვილის ენის სხვადასხვა ფორმებისა და მათი წყაროების გამოვლენა, ასევე ძირითადი ტენდენციების ანალიზი.
მედია მონიტორინგის ფარგლებში დაკვირვება როგორც მედია საშუალებებზე, ასევე სხვა წყაროებზე – პოლიტიკურ კლასზე, სასულიერო პირებზე, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და საზოგადოების ცალკეულ წარმომადგენლებზე ხორციელდებოდა. ფოკუს ჯგუფების ფორმატში მიგრანტებთან დაკავშირებით გავრცელებული ყალბი ინფორმაციის მიმართ საზოგადოებრივი აზრის შესწავლა მოხდა.
შესავალ ნაწილში წარმოდგენილია კვლევის მთავარი მიგნებები და მეთოდოლოგია; პირველ ნაწილში მოცემულია ერთიანი რაოდენობრივი მონაცემები სიძულვილის ენის ტიპოლოგიის მიხედვით. ანგარიშის მეორე ნაწილში სიძულვილის ენის ტიპოლოგია წყაროების მიხედვით არის წარმოდგენილი, მესამე ნაწილში კი საზოგადოების დამოკიდებულებები მიგრანტებთან დაკავშირებული ყალბი ინფორმაციის მიმართ.
ანგარიში საქართველოს გაეროს ასოციაციასთან (UNAG) პარტნიორობით და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერა" (PITA) ფარგლებში მომზადდა.
რედაქტორი:
თამარ კინწურაშვილი
ავტორი:
თინა გოგოლაძე
მონაცემთა დამუშავება:
მარიამ ცუცქირიძე
მედია მონიტორინგი:
თამარ გაგნიაშვილი, სოფო გოგაძე, ხატია ლომიძე, სოფო ჩხაიძე, მარიამ გელაშვილი
დიზაინი:
ბესიკ დანელია, IBDESIGN
ბმული:
სიძულვილის ენა - 2018