
შვედური კომპანია H & M რასისტული მოტივით გააკრიტიკეს, მას შემდეგ რაც მან ოფიციალურ ვებ-გვერდზე შავკანიანი ბავშვის ფოტო ,,ჰუდში”, წარწერით ,,უმაგრესი მაიმუნი ჯუნგლებში ("coolest monkey in the jungle") გამოაქვეყნა.
ფოტო პირველად კომპანიის ბრიტანულ ვებ-გვერდზე გასულ შაბათ კვირას გამოჩნდა. "ჰუდის" H & M -ის ბრიტანულ ქსელში გაყიდვის შემდეგ, მომხარებლები სოციალურ მედიაში პროდუქტის გაყიდვიდან ამოღებასა და გამოძიებას მოითხოვდნენ.
2018 წლის 8 იანვარს H & M-მა ბოდიში მოიხადა გამოქვეყნებული ფოტოს გამო და სარეკლამო მოდელის ფოტო ვებ-გვერდიდან წაშალა. CBS MoneyWatch-თან გაგზავნილ წერილში კი აღნიშნა, რომ კომპანია მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის ერთგულია და ორგანიზაციის შიდა წესები გადაიხედება.
ბრენდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მწვანე ჰუდის ფოტო მოდელი ბავშვის გამოსახულების გარეშე გასაყიდად ისევ ხელმისაწვდომია.
H & M ერთადერთი მსხვილი კომპანია არაა, რომელიც რასიტული მოტივით სარეკლამო სკანდალში გაეხვა. ესპანურმა ტანსაცმლის ბრენდმა ,,Zara”-მ 2014 წელს ზოლიანი პიჟამა ყვითელი ვარსკვავით გაყიდვიდან ებრაელი პატიმრების მიერ საკონცენტრაციო ბანაკებში ტანსაცმლისადმი მსგავსების გამო ამოიღო.
გასული წლის ოქტომბერში კი კომპანია DOVE-მ ბოდიში მოიხადა რასისტული კომერციული ჩვენების გამო, სადაც ჰიგიენური მოვლის საშუალების გამოყენების შემდეგ ფერადკანიანი ქალი თეთრი გახდა.