წერილი წარმატებით გაიგზავნა
ოპერაციის შესრულებისას დაფიქსირდა შეცდომა! წერილი არ იყო გაგზავნილი
გთხოვთ შეავსოთ ყველა ველი!
სიახლეების გამოწერა დასრულდა წარმატებით!
სიახლეების გამოწერისას მოხდა შეცდომა!
მითითებული ელ-ფოსტა უკვე არსებობს გამოწერის სიაში!
გთხოვთ შეიყვანოთ სწორი ელ-ფოსტა!
2019 წლის 5 ნოემბერს თამთა თოდაძემ, მედიის განვითარების ფონდმა (MDF) და ორგანიზაციამ "საფარი” საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას საჩივრით მიმართეს და თამთა თოდაძის წინააღმდეგ კამპანიური გაშუქებასთან დაკავშირებით ონლაინ გამოცემების PIA-სა და კვირა + -ის, ასევე გაზეთ "ალიას” მიერ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მეშვიდე მეათეა და მე-11 პრინციპების დარღვევის ფაქტების შესწავლა სთხოვეს. 2019 წლის 4 ოქტომბერს, თამთა თოდაძის მიერ საკრებულოს დეპუტატის დადანაშაულ... ვრცლად
2019 წლის 12 თებერვალს "მედიის განვითარების ფონდმა" და "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა" და "თანასწორობის მოძრაობამ" საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, ინტერნეტ ტელევიზიიის, POSTV -ის წინააღმდეგ საჩივრით მიმართეს. 2019 წლის 9 თებერვალს, ინტერნეტ ტელევიზია PosTV-იმ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე "ახალ ამბებში" ბელგიის ქალაქ ლიეჟში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებულ ემიგრანტთა და მხარდაჭერთა შეკრებასთან დაკავშირებით სიუჟეტი გამოაქვეყნა. განცხადებლები მიიღჩნევდნე... ვრცლად
2018 წლის 15 აპრილს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ახალი კვირის" ეთერში გავიდა სიუჟეტი, სახელწოდებით „ქართული ჰიჯაბი”, რომელიც ქართველი მუსლიმი ქალების მიერ ჰიჯაბის ტარების არჩევანს ეხებოდა. სიუჟეტის წარდგენისას გადაცემის წამყვანმა, იმედა დარსალიამ, საფრანგეთის მაგალითი მოიყვანა და აღნიშნა, რომ საფრანგეთის ხელისუფლებამ, სკოლებში ჰიჯაბის (ჩადრის) ტარება რელიგიური ექსტრემიზმის შიშით აკრძალა. სიუჟეტის შესავალ ნაწილში წამყვანის მიერ საფრანგეთში ჰიჯაბის აკრძალვის შესახებ გაკეთებული ... ვრცლად
საჩივარი: საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტნისა და "ვიტესის" მცველის გურამ კაშიას მიერ "ჰერაკლესის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლაურით თამაშს საქართველოში, საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებში, უარყოფითი რეაქცია და ჰომოფობიური განწყობების გაღვივება მოჰყვა. ამ ფონზე, აღნიშნული თემის გაშუქებისას, მაღალია მედიის წარმომადგენლების პასუხისმგებლობა, რათა პრობლემის არსობრივი განხილვის ნაცვლად, თავად ისინი არ გახდნენ ჰომოფობიური განწყობების წამახალისებლები. სამოქალაქო პლატფო... ვრცლად
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ გაიზიარა MDF-ის მოსაზრება, რომ 2017 წლის 18 აგვისტოს საინფორმაციო სააგენო PIA-ზე გამოქვეყნებული სტატიით, „საქართველოს ირანიზაცია ემუქრება? - საგანგაშო სტატისტიკა" ავტორმა ეკა ჭიღლაძემ დაარღვია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მე-7 (დისკრიმინაცია) მუხლები. ქარტიის პირველი მუხლის თანახმად, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს საზოგადოების უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია, ხოლო მე-7 მუხლის მიხედვით,"ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ ... ვრცლად
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ გაიზიარა MDF-ის მოსაზრება, რომ 17 მაისს გამოქვეყნებული სტატიით „ქართულ მიწებს არაბები, ინდოელები ირანელები და თურქები ინაწილებენ" ავტორმა, მარი ჩიტაიამ და "რეზონანსის” რედაქციამ დაარღვია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მე-7 (დისკრიმინაცია) მუხლები. ქარტიის პირველი მუხლის თანახმად, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს საზოგადოების უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.ხოლო მე-7 მუხლის მიხედვით,"ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისე... ვრცლად
საჩივარი: ტელეკომპანია „იმედის" 20 მარტის 14.00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში „ქრონიკა 14 საათზე" გავიდა სიუჟეტი სახელწოდებით „ლგბტ თემის წარმომადგენელს თაღლითობაში ადანაშაულებენ". არასამთავრობო ორგანიზაციებმა „მედიის განვითარების ფონდი" (MDF); „იდენტობა", „ლგბტ საქართველო", „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი" (TDI) და „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” (GDI) 2016 წლის 30 მარტს საჩივრით მიმართეს თვითრეგულირების ორგანოს და მოითხოვეს ტელეკომპანიის მიერ მაუწყებელთა ქცევის კოდექ... ვრცლად
საჩივარი: 28 თებერვალს, 20 საათზე, მაუწყებლის „პალიტრა ნიუსის" ეთერში გავიდა გადაცემა „ფალავანდიშვილთან - საგანი მე და საზოგადოება". (წამყვანი გურამ ფალავანდიშვილი). არასამთავრობო ორგანიზაციებმა „მედიის განვითარების ფონდი" (MDF); კავშირი „საფარი", „იდენტობა", „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი" (TDI) და „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” (GDI) 2016 წლის 9 მარტს საჩივრით მიმართეს „პალიტრა ნიუსის" თვითრეგულირების ორგანოს და მოითხოვეს ტელეკო... ვრცლად
საჩივარი: 2016 წლის 25 იანვარს გაზეთ „კვირის პალიტრას" ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სტატია „ტაში, ბიჭო, ვართანუშა!" (ავტორი ეკა სალაღაია); არასამთავრობო ორგანიზაციებმა „მშვიდობის ფონდი", „მედიის განვითარების ფონდი" (MDF); „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი" (TDI) და „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” (GDI) 2016 წლის 3 თებერვალს საჩივრით მიმართეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს და მოითხოვეს გაზეთ "კვირის პალიტრას" რედაქციის მიერ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირვ... ვრცლად
საჩივარი: 2015 წლის 8 აგვისტოს გურია news-მა ვებ-პორტალზე გიორგი გაჩეჩილაძის სტატია „თურქული კულტურის ექსპანსია გრძელდება" გამოაქვეყნა. სტატიაში ავტორმა თურქოფობიული ხასიათის მოსაზრებები განავითარა. კერძოდ: „ჩემი პირადი აზრი გახლავთ: რაც საუკუნეების განმავლობაში ოსმალებმა ცეცხლითა და მახვილით ვერ მოახერხეს, "უწყინარი"თურქული სერიალები მოკლე დროში შეძლებენ და უკვე შეძლეს - ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თურქული კულტურული ტყვეობის მსხვერპლი გახდა და ეს ტენდენცია უფრო და უფრო საშიშ სახეს ... ვრცლად
საჩივარი: 2014 წლის 26 დეკემბრის ტელეკომპანია კავკასიის თოქ-შოუ "სპექტრში" გადაცემის წამყვანმა, დავით აქუბარდიამ საქართველოს მოქალაქე მუსლიმების მიმართ შუღლის გამაღვივებელი, დისკრიმინაციული განცხადებები გააკეთა. დავით აქუბარდია: "შაჰაბასი იყო პათოლოგი საქართველოსთვის. 6000 მღვდელმსახური ამოგვიწყვიტა დავითგარეჯში, თან როდის? აღდგომა ღამეს... ცნობილი ისტორიაა, 30 000 ლაზს თავები დაჭრეს... 50 ათასიანი არმია ხეობაში მიაყენეს, ვინც არ მიიღებთ ისლამს, თავებს დაგაყრევინებთო. და აყრევინეს. მაპატი... ვრცლად
საჩივარი: ტელეკოპმანია "იმედის" ეთერში, 2014 წლის25 დეკემბერს, გადაცემაში "სხვა რაკურსით"გავიდა სიუჟეტი "მედრესეში მიბარებული ბავშვები". ჟურნალისტი მთელ სიუჟეტის განმავლობაში ავითარებდა აზრს, თითქოს ქობულეთში მოქმედ მუსლიმ მოსწავლეთა პანსიონში მშობლები შვილებს სასწავლებლად არა რელიგიური მრწამსის, არამედ სოციალური სიდუხჭირის გამო აგზავნიან. არასამთავრობორ ორგანიზაციებმა ქართველ მუსლიმთა ურთიერთობა, მედიის განვითარების ფონდი და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი ტელეკომპანია "იმედი... ვრცლად
საჩივარი: 2014 წლის 26 ნოემბერს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გასული გადაცემა"ნანუკას შოუ"იეჰოვას მოწმეთამიმართ დისკრიმინაციულ გამოხატვას შეიცავდა. ნეგატიურ კონტექსტში იეჰოვა სმოწმეთა არაერთგზის მოხსენიების გარდა,წამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა გამოხატა პირადი დამოკიდებულება, როდესაც მრწამსისშეცვლის საკითხი,რაც ინდივიდუალური არჩევანია, პოზიტურად შეაფასა("მე მეშინია მაგათი... კარგი ქენით, რომ წამოხვედით")" მედიის განვითარების ფონდმა, საქართველოს დემოკრატიული ინიცატივამ, ტოლერანტობისა დამრავ... ვრცლად
საჩივარი: 2014 წლის 26 ოქტომბერს „რუსთავი2"-ის გადაცემა „პოსტ სკრიპტუმში" გავიდა სიუჟეტი ადიგენის სოფელ მოხეში სადავო საკულტო ნაგებობის საკითხთან დაკავშირებით, რომელშიც მედიის განვითარების ფონდის - MDF, ქართველ მუსლიმთა კავშირის, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის - EMC და ტოლარენტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის - TDI აზრით, მაუწყებელთა ქცევის კოდექსის არაერთი მუხლი იყო დარღვეული. განმცხადებელი ორგანიზაციები მიიჩნევდნენ, რომ გადაცემის წამყვანმა მოხეში საკულტო ნა... ვრცლად
საჩივარი: 2014 წლის 2 აგვისტოს mediacity.ge-მ ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარის ტარიელ ნაკაიძის ინტერვიუ გამოაქვეყნა. რესპონტენტის აზრით, გამოქვეყნებული სტატია ჟურნალისტის თავისუფალ ინტერპრეტაციებს ეფუძნებოდა, კონტექსტიდან ამოგლეჯილად იყო მოყვანილი მისი ციტატები და რეალურად არ ასახავდა მის მიერ სატელეფონო ინტერვიუს დროს გაკეთებულ კომენტარებს, რასაც შეცდომაში შეჰყავდა საზოგადოება. ტარიელ ნაკაიძისა ზრით, აღნიშნულით დაირღვა ქარტიის პირველი მუხლი(სიზუსტე) და ასევე მე-7 მუხლი, რომელიც დისკრიმ... ვრცლად
განცხადება: 2014 წლის 24 ივლისს ინტერნეტ პორტალმა ამბები.ge-მ გამოაქვეყნა ჟურნალ"სარკის" მიერ მომზადებული მასალა მარიამ კოჩალაძის გახმაურებული მკვლელობის შესახებ. სტატიაში კრიმინალური ფაქტი ქსენოფობიურ კონტექსტში გაშუქდა. პუბლიკაცია ერთ წყაროზე, გარდაცვლილის ნათლიაზე დაყრდნობით ავითარებდა აზრს, თითქოს მკვლელობა რელიგიური მოტივით მოხდა (ე.წ. "მსხვერპთშეწირვა") და იგი გარდაცვლილის მიერ თურქულ ისასწავლებლის დატოვებას და სასწავლებლის ადმინისტრაციის მხრიდან მუქარას უკავშირდებოდა. არასამთავრობო და ... ვრცლად
საჩივარი: 2014 წლის 14 მაისს ტელეკომპანია „კავკასიის" ეთერში გასულ თოქ-შოუ"სპექტრში" გადაცემის წამყვანმა დავით აქუბარდიამ ქსენოფობიური, საქართველოს მოქალაქეების ეთნიკური და გეოგრაფიული ნიშნით სეგრეგაციის ხელისშემწყობი განცხადებები გააკეთა . დავით აქუბარდია, წამყვანი:"აზერბაიჯანული ქალაქი გახდება 15-20 წელიწადში ეს ქალაქი[რუსთავი], თუ ეს არ გადავარჩინეთ... რუსთავი უნდა გადარჩეს, როგორც ქართულ ქალაქად და ეს იდეა ჩემი იდეა არ არის, ეს სტალინის იდეა არის... ეს უხერხული თემებია, მცოცავი ანექსია... ვრცლად
საჩივარი: 2014 წლის 19 აპრილს, 13:00 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში იერუსალმიდან წინასააღდგომო ცეცხლის გადმოსვლის ტრადიციის აღსანიშნავი ღონისძიება გადაიცემოდა, რომლის კომენტირებას სასულიერო პირები ახდენდნენ. რელიგიური რიტუალის კომენტირებისას, სასულიერო პირმა საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ ანტიდისკრიმინაციულ კანონზე ისაუბრა, რა დროსაც ლგბტ პირების სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაციას და მათი შეურაცხმყოფელი ტერმინებით ("ბილწი ურთიერთობები") მოხსენ... ვრცლად
საჩივარი: 2014 წლის 6 აპრილს "რუსთავი2"-ის გადაცემა პოს-ტსკრიპტუმში გავიდა სიუჟეტი, ბათუმში მუსლიმთა სალოცავის აშენების შესახებ. სიუჟეტის დასაწყისში ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ქემალ ცეცხლაძე საუბრობდა იმ პრობლემების შესახებ, რაც მრევლს ბათუმში არასაკმარისი სალოცავი სივრცის გამო ლოცვის მხრივ ექმნება, რასაც ქუჩაში პარასკევის ლოცვის ვიზუალური სცენაც ახლდა. სიუჟეტის მეორე ნაწილში კი ჟურნალისტი ავითარებდა აზრს, თითქოს მეჩეთის მშენებლობა საქართველოს მოქალაქე მუსლიმების საჭიროება კი არ იყ... ვრცლად
განცხადება: 2014 წლის 23 მარტს, ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "პანორამაში" გავიდა დისკრიმინაციული სიუჟეტი საქართველოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონსადა ბაქო-თბილისი-ყარსის დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობის შესახებ, სადაც ადგილი ჰქონდა მაუწყებლის ქცევის კოდექსის არაერთი მუხლის დარღვევას. მედიის განვითარების ფონდის (MDF), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) და ტოლერანტობის დამრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) შეფასებით, სიუჟეტი, რომელშიც მაუწყებელთა ქცევის კოდექსის ნორმები დაირღვა... ვრცლად
საჩივარი: გაზეთმა რეზონანსმა 2014 წლის 12 მარტს გამოაქვეყნა სტატია, სათაურით "ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომელთაც ჰომოსექსუალები სძულთ". 5 აპრილს მედიის განვითარები სფონდმა (MDF) და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) აღნიშნული პუბლიკაციის შესწავლის მოთხოვნით, ჟურნალისტურ იეთიკის ქარტიას მიმართეს. არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, სტატიის სათაური ლგბტ პირების მიმართ სიძულვილის გაღვივებას და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით მათ დისკრიმინაციას უწყობდა ხელს და ჟურნალისტური ეთიკის ქა... ვრცლად