წერილი წარმატებით გაიგზავნა

ოპერაციის შესრულებისას დაფიქსირდა შეცდომა! წერილი არ იყო გაგზავნილი

გთხოვთ შეავსოთ ყველა ველი!

სიახლეების გამოწერა დასრულდა წარმატებით!

სიახლეების გამოწერისას მოხდა შეცდომა!

მითითებული ელ-ფოსტა უკვე არსებობს გამოწერის სიაში!

გთხოვთ შეიყვანოთ სწორი ელ-ფოსტა!

პროექტის შესახებ

სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას!" 2014 წლის 7 მაისს 13- მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ჩამოაყალიბა.

პლატფორმის მისიაა: საჯარო სივრცეში შეუწყნარებლობის, სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციის შემთხვევების გამოვლენა, მათ წინააღმდეგ ბრძოლა და ტოლერანტული გარემოს ჩამოყალიბებაში საზოგადოების აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა.

პლატფორმის ხედვაა ისეთი მდგომარეობისკენ სწრაფვა, სადაც:

·საზოგადოება აქტიურადაა ჩართული ტოლერანტული გარემოს მშენებლობასა და დისკრიმინირებული ჯგუფების მხარდაჭერაში;

·გაუმჯობესებულია პასუხის, რეაგირების და პრევენციის მექამიზნები თვითრეგულირების ფარგლებში;

·საჯარო სივრცეში აღმოფხვრილია სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციის შემთხვევები;

·გაზრდილია პატივისცემა მრავალფეროვნების მიმართ.

პლატფორმის ღირებულებებია:

·ტოლერანტობა

·პლურალიზმი

·თანასწორობა

·ურთიერთპატივისცემა

·სოლიდარობა.

დეკლარაცია

დებულება


პლატფორმის „არა ფობიას!" წევრები შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან:

მედიის განვითარების ფონდი, MDF

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, GDI

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, TDI

სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, ISFED

უფლებები საქართველო

სამოქალაქო საზოგადოების ფონდი

საქართველოს რეფორმების ასოციაცია, GRASS

კავშირი საფარი

თბილისი პრაიდი

თანასწორობის მოძრაობა

ბალტიისა და შავი ზღვის ალიანსი

ადამიანის უფლებათა ცენტრი

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი


პლატფორმის საქმიანობას კოორდინაციას უწევს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა